ავიაკომპანია turkish airlines ივნისიდან ფრენების ეტაპობრივ განახლებას გეგმავს.
ამ გეგმის მიხედვით ივნისში 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც, იგეგმება ფრენების განახლება.
ქვეყნების ჩამონათვალი: კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხ. კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ბელგია, ბელარუსი, ისრაელი, კუვეიტი, საქართველო და ლიბანი.
სხვა ქვეყნებში ფრენები ივლისსა და აგვისტოშიც იგეგმება. კომპანიიც განცხადებით, სექტებრისთვის ფრენების 99% სექტემბრისთვის განახლებული იქნება.
ავიაკომპანია კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისამდე 126 ქვეყანაში ასრულებდა ფრენებს.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ორ თვეზე მეტია, რაც საერთაშორსო ფრენები შეწყდა, რის გამოც დიდმა ავიაკომპანიებმა რამდენიმე მილიარდიანი ზარალი ნახეს.