ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის, განცხადებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა გამოვლინდა.
გუბერნატორის განცხადებით ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია.
"ძალიან ნაყოფიერი მუშაობა გასწიეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგებმა.
მხოლოდ ბოლნისში 174 საკვლევი მასალა იყო აღებული იმ ახალი გავრცელებების მჭიდრო კავშირებიდან, რომელთა გადაზღვევა აუცილებელია და გარკვევა მდგომარეობის.
დღეის მდგომარეობით ამ კავშირებიდან გვაქვს მუშევანში 6 დადასტურებული ფაქტი და ვიცით კონტაქტები.
ასევე სავანეთში ერთი დადასტურებული ფაქტი და ქალბატონი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, არის კარანტინში და იყო კარანტინში.
სამი ფაქტი გვაქვს სოფელ გეტაში, იმ პირველწყაროსთან, რომელიც იყო ცნობილი და მის ოჯახში არის შემდეგი გავრცელება. ანუ ყველა კონტაქტი ცნობილია",- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, ახალი შემთვევები რუსთავში, მარნეულსა და თეთრიწყაროში არ ფიქსირდება.
ჯამურად ქვემო ქართლის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 194 დადასტურებული ფაქტია.