სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს

2020-05-06 13:07:24

საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურება შეიძლება გაძვირდეს.

ამის შესახებ სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა, განაცხადა.

რაც შეეხება სერვისის გაძვირების მიზეზს, მისი განცხადბით, იმისთვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა მუშაობა განაახლონ, საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი, რისი ღირებულებაც გაძვირებულია.

"იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს თავისი მუშაობა ამისთვის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ მას ჰქონდეს მარაგი, მაგალითად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის მარაგი. 100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს არამხოლოდ ჩვენთან არის ასე, არამედ მსოფლიო პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ერთი პაციენტის, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, - განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობების ექვს ეტაპად გახსნის გეგმის მიხედვით სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან უნდა აღდეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები