რამდენ ადამიანზე გასცა რუსთავის მერიამ საშვი

2020-05-04 22:08:00

29 აპრილიდან მთავრობის გადაწყვეტილები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მოქალაქეებს ავტომობილით გადაადგილების უფლება მიეცათ.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რამდენმა რუსთაველმა მიმართა ამ მიზნით საშვის აღებისთვის რუსთავის მერიას.

ქალაქის მერიაში განგვიცხადეს, რომ ამ დროისთვის საშვის აღებისთვის მათ სულ 215-მა ადამიანმა მიმართა.

მათგან მერიამ საშვი 165 ადამიანზე გასცა.

რა შემთხვევაში ვერ მიიღებთ საშვს მერიისგან?

თუკი მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია არ იქნება სრული ან თქვენი სასოფლო-სამეურნეო მიწა იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც მკაცრი საკარანტინე მდგომარეობაა გამოცხადებული და გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.

შეგახსენებთ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ქალქიდან ავტომობილით გასვლა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად უნდათ, განაცხადი რუსთავის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ მისამართზე უნდა გააგზავნონ.

შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ კი მოქალაქეებს ქალაქიდან გასვლა დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნება საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე შეეძლებათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI