თურქეთში 31 წლის ახალგაზრდა გოგოს კლდეზე სურათების გადაღებისას ბალახზე ფეხი დაუცურდა და 35 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
ყაზახური წარმოშობის ოლესია სუსპიცინა თურქეთის ტურისტულ ქალაქში ანტალიაში იმყოფებოდა და მას სურათებს მისი მეგობარი უღებდა.
31 წლის ქალი ანტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას აღნიშნავდა. ის თურქეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გიდად მუშაობდა.