"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანთან სპეც დანიშნულების რაზმია მობილიზებული.
ადგილზე ასევე იმყოფება პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
ჩვენი ინფორმაციით, სოფლიდან სამართალდამცავებსა და სასწრაფოს კორონავირუსით ინფიცირებულების გამოყვანა სურთ.
ადგილზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელშიც ჩართული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ბოლნისის მერი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატი.
ისინი ინფიცირებულებს კლინიკაში გადაყვანას სთავაზობენ. სურვილის შემთხვევაში კი ერთი ოჯახის წევრების ერთ კლინიკაში განთავსებაც შესაძლებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში უკვე შესული იყო სასწრაფოს ერთი ეკიპაჟი. ამ დროისთვის ისინი სოფელიდან უკვე გამოსულები არიან.
შეგახსენებთ, გუშინ "ინფო რუსთავმა" გაავცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ოჯახში, სადაც 10-მდე კორონავირუსით ინფიცირებული იყო, მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს პაციენტები არ გამოატანეს.
რის შემდეგაც ადგილზე საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. სოფელში პოლიციის მისვლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ადგილობრივები ქვებით და ხელკეტებით გაუსწორდნენ სამართალდამცავებს