სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა მსოფლიოსა და ცალკეულ ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი გამოთვალეს.
მათ შორის პროგნოზი გააკეთეს, თუ როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია საქართველიში.
ამ კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.
ხოლო მსოფლიოში პანდემიის დასრულებას 97% -იანი ალბათობით 30 მაის ელიან, 99%-იანი ალბათობით 16 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი 1 დეკემბერს.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მონაცემები შეიძლება მცირე უზუსტობებსაც შეიცავდეს და მას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
ასვე ნათქვამია რომ ეს კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვისაა შექმნილი.