საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავს დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვა დეტალურად გაერკვია, თუ რას გულისხმობს 2 დღის განმავლობაში აკრძალვების მოხსნა და ქალაქების გახსნა.
ამ კითხვებით ჩვენ მთავრობის ცხელ ხაზს(144) მივმართეთ, სადაც ინფო რუსთავის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხეს.
შემიძლია თუ არა ქალაქიდან გასვლა თუ სოფელში მინდა წასვლა?
გავალ თუ არა ქალაქიდან, თუ მსურს სოფლად დარჩენილი ოჯახის წევრები ჩამოვიყვანო?
შემიძლია თუ არა ტაქსი გამოვიძახო და ერთი ქალაქიდან მეორეში გადავაადგილდე?
ასევე ქალაქიდან გასვლა და უკან დაბრუნება შესაძლებელია თუ არა სამსახურეობრივი მიზეზით?
იქნება თუ არა შესაძლებელი, 27-28 აპრილს ერთი ავტომობილით 3 პირზე მეტი გადაადგილდეს?
ამ კითხვებზე ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ 27-28 აპრილს პირადი ავტომობილით გადაადგილების შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს ოჯახის წევრების ჩამოყვანა. სურს სოფელში წასვლა ქალაქიდან ან პირიქით, ანდაც გადაადგილდება სამსახურეობრივი მიზეზით.
თუმცა, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია იმ საკარანტინე ზონებში, მაგალითად მარნეული და სხვა, რომლებიც მანამდე იყო ჩაკეტილი.
რაც შეეხება ავტომობილით გადაადგილების წესს, ის კვლავ ძალაშია და გადაადგილება უნდა მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ავტომობილში სამ პირზე მეტი არ უნდა ისხდეს. წინა სალონში მხოლოდ მძღოლი და უკან ორი მგზავრი ერთმანეთისგან დისტანციის დაცვით.
ასევე მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, რომ ქალაქიდან გავიდნენ და იმავე დღეს უკან დაბრუნდნენ.
გამოიძახონ სამარშრუტო ტაქსი და ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილდნენ. მაგალითან თბილისიდან დაბრუნდნენ რუსთავში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრის განცხადებით გამონაკლისის სახით 27-28 აპრილს გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ქალაქიდან ქალაქში ჩასვლას ან ავტომობილით გადაადგილებას ეხება, 2 დღით იხსნება, რითიც მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების საშუალება მიეცათ.