რამდენი ინფიცირებულია ქვემო ქართლში

2020-04-24 11:31:10

ქვემო ქარლის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 84 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამის შესახებ განცხადება მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, გააკეთა.

მისი თქმით, ყველაზე მეტი ინფიცირებული ბოლნისის მუნიციპალიტეტშია.

მან ასევე ისაუბრა გამოჯანმრთელებულებზე და ამ დროისთის მხარეში კორონავირუსის დამარცხება სულ 17 პაციენტმა შეძლო.

"კორონავირუსის 84 დადასტურებული ფაქტია. იცით, რომ ბოლო პერიოდების, დღების მანძილზე ძალიან ინტესიური ტესტირებები მიმდინარეობს და დიდი რაოდენობით იგზავნება ნიმუშეიბი.

განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან საკვლევი მასალა. იმ გავრცელების არეალიდან და მჭიდრო კავშირებიდან, მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე, ცალსახად ვამბობთ, რომ არის მინიმალური გავრცელება და ჩვენ ფაქტიურად მასიური გავრცელებას გადავრჩით და კონტროლდება სიტუაცია.

დღეის მდგომარეობით ბოლნისში არის 61 დადასტურებული ფაქტი და 4 გამოჯანმრთელება. მარნეულში 15 ინფიცირება და 7 გამოჯანმრთელება. რუსთავში 8 ინფიცირებულიდან დადასტურებულად გამოჯანმრთელდა 6, ახლა რჩება 2 ",- განაცხადა შოთა რეხვიაშილმა

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები