საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავი დაინტერესდა, თუ რამდენმა ადამიანმა თქვა უარი, რუსთავის მასშტაბით, სახელმწიფოს მიერ შემოღებული შეღავათებზე კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით.
კომპანია ენერგო პროში განგვიცხადეს, რომ რუსთავსა და მის შემოგარენ რამდენიმე სოფელში, ელექტრო ენერგიის მარტის თვის დავალიანების სახელმწიფოს მხრიდან დაფარვაზე დაახლოებით 56 ადამიანმა თქვა უარი.
მათივე განცხადებით, ეს მონაცემი შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს და ასეთი ადამიანების რიცხვი გაიზარდოს.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის გადასახადს, სოკარ ჯორჯია გაზში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ ამ დროისთვის დახმარების მიღებაზე უარი რუსთავის მასშტაბით არცერთ ადამიანს არ უთქვამს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში მთავრობა გადასახადებს სრულად დაუფინანსებს.