თბილისში, ვარკეთილის რაიონში, პოლიციასა და მოქალაქებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავს ადგილობრივმა ქეთი ბაქრაძემ განუცხადა, ეზოში მამაკაცებმა სააღდგომო სუფრა გაშალეს და ქეიფობდნენ, რა დროსაც პოლიცია მოვიდა და მათ შენიშვნა მისცა.
რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების გაღიზიანება მოყვა და მათ სამართალდამცავებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ შემთხვევის დროს სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს.
რომლებიდანაც ორი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით დააკავეს, ხოლო დანარჩენი ოთხი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის შესაბამისად.
ადგილზე 10-ზე მეტი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.