რატომ დგას საპატრულო პოლიცია მარკეტებთან

2020-04-16 20:24:25

მას შემდეგ, რაც ინფო რუსთავმა ქვემო ქართლის გუბერნატორს რუსთავის მარკეტებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მარკეტებთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავის გაარკვია, პოლიციელები სუპერმარკეტების მომხმარებლებს მეთვალყურეობენ, რათა არ მოხდეს სოციალური დისტანციისა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული სხვა წესების დარღვევა.

შეგახსენებთ, დღეს ინფო რუსთავმა ქვემო ქართლის რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რუსთავის მარკეტებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, რაზეც საპასუხოდ შოთა რეხვიაშვილმა თქვა, რომ მას დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, გადაამოწმებდა და მისი აღმოჩენის შემთხვევაში წესებს გაამკაცრებდა.

აღსანიშნავია, რომ  ბოლო რამდენიმე დღე ინფო რუსთავს რუსთაველები უკავშირდებოდნენ და სუპერმარკეტებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დარღვევების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ, ასევე ითხოვდნენ, რომ ინფორმაცია უფლებამოსილ პირებამდე მიგვეტანა, რათა დარღვევებზე რეაგირება მოეხდინათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები