რამდენმა რუსთაველმა სტუდენტმა მიიღო დაფინანსება

2020-03-16 15:10:38

რუსთაველმა წარჩინებულმა სტუდენტებმა მერიისგან სწავლისა და გზის ფულის დაფინანსება მიიღეს.

ბოლო სამ თვეში, იანვარი, თებერვალი, მარტი, სწავლის დაფინანსება 160 სტუდენტმა მიიღო და ამისთვის 114 422 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება გზის ფულის დაფინანსებას, ის 327 სტუდენტმა მიიღო. მათგან 295  სოციალურად დაუცველის სტატუს მქონეა, ხოლო დანარჩენი სტუდენტები არიან ისინი, რომლებმაც დაფინანსება კარგი აკადემიური მოსწრების გამო მიიღეს.

"სოციალურად დაუცველი, რომელსაც 100 000-მდე ქულა აქვთ მინიჭებული, 295 სტუდენტი დაფინანსდა გზის ფულით. ახალი კრიტერიუმის მიხედვით მარტო მარტის თვეში ჩვენ დაგვემატა კიდევ 32 სტუდენტი.  ჯამში მარტის თვეში 17 430 ლარი გაიცა. ადრე თუ კი მხოლოდ სოციალურად დაუცველებს ვაფინანსებდით, ახლა ფინანსდებიან წარჩინებული სტუდენტებიც",- განაცხადა სოციალური სამსახურის უფროსმა ნინო ქვირიამ.

ერთი სტუდენტზე გზის ფულის დაფინანსება თვეში 60 ლარით განისაზღვრება. ამ თანხას მერია მათ ყოველთვიურად ჩაურიცხავს.

რაც შეეხება სწავლის საფასურის გადასახადს, თანხის რაოდენობას აკადემიური მოსწრება განსაზღვრავს.

81-დან, 90 ქულამდე - 800 ლარი.

90-დან, 95 ქულამდე - 1000 ლარი.

95-დან, 100 ქულის ჩათვლით - 1200 ლარი.

წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება 81 ქულაზე მაღალია და სხვადასხვა კრიტერიუმების აკმაყოფილებენ, სწავლისა და გზის ფულის დაფინანსების მიღება ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც შეუძლიათ.

განაცხადის შეტანა კი შესაძლებელია როგორც ონალინ, ასევე კანცელარიაში მისვლითაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები