კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, პოლიციამ მამაკაცი და მისი რვა მეგობარი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმა.
ახალგაზრდა მამაკაცმა მეგობრების დახმარებით სოფლის სტადიონზე გულის ფორმის ცეცხლი დაანთო და გოგოსთვის ხელი უნდა ეთხოვა, თუმცა პოლიციამ ისიც და მისი რვა მეგობარიც კომენდატის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდატის საათი მოქმედებს. მისი დარღვევისთის კი ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება.
წყარო: ambebi.ge