გაძვირდა თუ არა რუსთავიდან რეგიონების მიმართულებით მგზავრობა

2026-10-02 17:53:51

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, აპირებენ თუ არა რუსთავიდან რეგიონებისკენ მიმავალი მიკროავტობუსების მძღოლები ტარიფის გაზრდას.

ტრანსპორტის მძღოლებმა განაცხადეს, რომ მგზავრობის საფასურმა 5 ლარით მოიმატა და ლაგოდეხის მიმართულებით 20 ლარი ღირს.

"არამხოლოდ ბენზინი არამედ ყველაფერი გაძვირდა და ჩვენც გავაძვირეთ 5 ლარით";-განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

ხოლო დასავლეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების (რომლებიც გადიან ქუთაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან) ტარიფები უცვლელია 27 ივლისიდან.