როგორ გამოიყურება დაზიანებული ფილტვები [photo]

2020-04-04 22:07:22

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს ოთხ კატეგორიად ყოფენ.

ავტრალიელი პროფოესორის ჯონ ვილსონის თქმით, პირველი კატეგორიაში შედიან ნაკლებ სერიოზული მდგომარეობის მქონე პაციენტები. ამ დროს მათ აქვთ ვირუსი, თუმცა მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

მეორე კატეგორიაში შედიან ინფიცირებულები, რომლებსაც აღენიშნებათ ინფექცია ზედა სასუნთ გზებში, რაც გამოიხატება ხველასა და ცხელებაში. ასევე სხვა მსუბუქი სიმპტომები, როგორიცა თავის ტკივილი და კონიუქტივიტი.

მესამე, ყველაზე დიდი კატეგორია, როცა ინფიცირებულები არიან და უვითარდებათ გრიპის მსგავსი სიმპტომები. მათ შეუძლიათ ვირუსი სხვებს ისე გადადონ, რომ ამის შესახებ თავადაც არ იცოდნენ.

მეოთხე არის მძიმე პაციენტები, რომლებსაც უვითარდებათ პნევმონია და აქვთ თანმხლები დაავადებები. ასეთი ინფიცირებულთა 6 პროცენტია.

საინტერესოა რა იწვევს პნევმონიას და როგორ გამოიყურება კორონავირუსით დაინფიცირებულის ფილტვები.

პროფესორი ჯონ ვილსონის თქმით, როდესაც პაციენტს უვითარდება ხველა და ცხელება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დაინფიცირებულია სასუნთქი ხე, რომელშიც შედის: ხორხი, ტრაქეა, ბრონქები, ბრონქიოლები და ალვეოლები. ეს არის ჰაერის გამტარი გზები.

რესპირატორული ხის დაზიანება იწვევს ანთებას. თუ ეს კიდევ უფრო გაუარესდება, ანთება გადის მხოლოდ სასუნთქი გზების გასწვრივ და მიდის გაზთა ცვლის განყოფილებებზე, რომლებიც საჰაერო გადასასვლელების ბოლოშია.

თუ ისინიც დაინფიცირდება, საპასუხოდ ორგანიზმი ანთებით ქსოვილებს გადაისვრის ჰაერის ბუშტუკებში, რომელიც ფილტვების ძირში მდებარეობენ. თუკი ანთებითი პროცესი ჰაერის ბუსტუკებზეც გადავა, ორგანიზმი ანთებითი ქსოვილებისა და სითხის გადმოღვრას იწყებს ჩვენს ფილტვებში, რის შემდეგადაც ვითარდება პნევმონია.

ანთებითი ქსოვილებითა და სითხით სავსე ფილტვები სისხლში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ გადაისვრის და ვეღარ გამოაქვს ორგანიზმიდან ნახშიროჟანგი, რის გამოც საჭიროება ხდება, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანონ.

შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ, თუ როგორ გამოიყურება კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანის ფილტვები, რომელსაც პნევმონია განუვითარდა.

მარცხენა მხარეს ჯანმრთელი ფილტვებია, ხოლო მარჯვენა მხარეს ფოტოზე ჩანს  ფილტვები რომელზეც პნევმონიაა განვითარებული. ფილტვების ადგილას რაც უფრო მეტი სითეთრეა, ეს ნიშნავს იმას, რომ მით უფრო მეტი სითხეა დაგროვილი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები