რუსთავის საკონტროლო პუნქტებთან თერმოსკრინინგი ტარდება

2020-03-31 16:56:59

რუსთავის გასასვლელებსა და შესასვლელებში საკონტროლო პუნქტებთან სპეციალურად მოწყობილი საველე კარვებია განთავსებულია.

გზაზე გაჩერებული ავტომობილის მგზავრები სწორედ ამ კარვებში გადაჰყავთ და იქ თერმოსკრინინგი უტარდებათ, უმოწმდებათ სხეულის ტემპერატურა.

იმ შემთხვევაში თუკი პირს აღმოაჩნდება ტემპერატურა, მას აჩერებენ ადგილზე და 112-ში რეკავენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, პირი სახლის პირობებში თვითიზოლაციაში გადავიდეს, თუ გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში. კონკრეტულად უცნობია, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ იმ ადამიანს, რომელსაც რუსთავის ტერიტორიაზე ტემპერატურა აღმოაჩნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებას 112 მიიღეებს.

გარდა ამისა, საკონტროლო პუქნტებზე სამხედროები და სამართალდამცავები ავტომობილში მგზავრთა რაოდენობასაც ამოწმებენ.

ახალი აკრძალვის თანახმად, ავტომობილში სამ მგზავრზე მეტის ყოფნა, მძღოლის ჩათვლით, დაუშვებელია. ასევე, მგზავრებს შორის დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია, რაც გულისხმობს, რომ წინა სავარძელზე მძღოლის გარდა არავინ უნდა იჯდეს და მგზავრები უნდა განთავსდნენ უკანა სავარძელზე ერთმანეთისგან დაშორებით.

აღნიშნული აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება და ის 3000 ლარით დაჯარიმდება.

ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით 31 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. რომლის ფარგლებშიც ასევე აიკძალა საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე ქუჩაში, როგორც ავტომობილით, ასევე ქვითად გადაადგილება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები