კორონავირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200-მდე ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის ჩვენს მეზობელ და მოსაზღვრე ქვეყნებშიც.
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 290 ადამიანი. გამოჯანმრთელება 18 პაციენტმა შეძლო. ვირუსის შემთხვევები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ერთ-ერთი ინფიცირებული ჭირის სუფრაზე მივიდა და ახლო კონტაქტი ჰქონდა სტუმრებთან.
აზერბაიჯანში COVID19-ით ინფიცირების 93 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე ფიქსირდება 2 გარდაცვალება. გამოჯანმრთელებულია 10.
თურქეთში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჯანდაცვის მინისტრმა 11 მარტს დაადასტურა. მას შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვი 2,433-მდე გაიზარდა. 59 ადამიანი კი გარდაიცვალა. 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება რუსეთს, ამ დროისთვის COVID19-ით ინფიცირების 840 შემთხვევაა დაადასტურებული. 3 ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელება 38 პაციენტმა შეძლო.
რუსეთთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები, რომ ის ინფიცირებულთა რეალურ რიცხვს მალავს და COVID19-ით დაავადებულ პაციენტებს პნევმონიის ქმონე პაციენტად ატარებს.
მოსკოვის მერის განცხადებით, ახალი ვირუსით ინფიცირების შემთხვევა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად ვრცელდება.