რუსთავის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ქალაქის გასასვლელებსა და შესასვლელებს აკონტროლებს.
საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავის ინფორმაციით, სამართალდამცავები ყველა იმ მიკროავტობუსს აჩერებენ რომელსაც საეჭვოდ მიიჩნევენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ სატრანსპორტო საშუალებებს რათა არ მოხდეს სამგაზვრო მიკროავტობუსებით მგზავრთა ფარული გადაყვანა.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რის შედეგადაც ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით გადაადგილება აიკრძალა. აღნიშნული აკრძალვა შეეხო რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.