რუსთავიდან თბილისში 1 პირი გადაიყვანეს

2020-03-25 00:51:37

რუსთავიდან თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს.

როგორც ინფო რუსთავმა გაარკვია პაციენტს ტესტირება უკვე გაუკეთდა და პასუხი კორონავირუსზე არის ნეგატიური.

რუსთაველმა მამაკაცმა რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე დატოვა და ამჟამად რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითიზოლაციაში რჩება.