მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა

2020-03-20 11:13:29

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ერთ-ერთ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. 

შემთხვევას შუა ხნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც, სავარაუდოთ, კვამლით გაიგუდა. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მატარებლის ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი მატარებლის მექანიკოსი იყო და ის, სავარაუდოთ, ამავე ვაგონში ცხოვრობდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 188 მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო არ ასახავს რეალობას

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები