ჯანმო: ჩვენ დავიწყეთ COVID19-ის ვაქცინის გამოცდა

2020-03-18 23:57:12

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მათ კორონავირუსის, COVID19-ის, ვაქცინის გამოცდა ოფიციალურად დაიწყეს, ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა 18 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"60 დღის შემდეგ, რაც ჩინეთისგან ვირუსის შესახებ გენეტიკური მონაცემები მივიღეთ, დავიწყეთ ვაქცინის გამოცდა. ეს წარმოუდგენლად დიდი მიღწევაა.
მრავალაი პატარ-პატარა ცდები სხვადასხვაგვარი მეთოდოლოგიით ვერ შეძლებს სწორი და ძლიერი მტკიცებულების მოცემას, თუ რომელი მკურნალობის გზა დაგვეხმარება მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში.

ჯანმო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ახარისხებ სხვადასხვა ქვეყნიდან მიღბულ კვლევებს და ერთმანეთს ადარებენ. ხოლო ეს დიდი საერთო კვლევა მიზნად ისახავს, რომ დავაორგანიზოთ ძლიერი მონაცემები, რომლებიც ყველაზე ეფექტურ მკურნალობის ხერხს გვაჩვენებს.

ჩვენ ამ კვლევას "სოლიდარობის გამოცდა" დავარქვით. მასში ჩართვაზე თანხმობა უკვე განაცხადა: არგენტინამ, ბაჰრეინმა, კანადამ, საფრანგეთმა, ირანმა, ნორვეგიამ, სამხრეთ აფრიკამ, ესპანეთმა, შვეიცარიამ, ტაილანდმა  და მჯერა, რომ მასში გაეთიანების სურვილს უფრო მეტი ქვეყანა გამოთქვავს", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეიესუსმა.

ჯანმოს განცხადებით, კორონავირუსით ბავშვებიც ავადდებიან, თუმცა უფროსებთან შედარებით ბავშვთა დაავადება ახალი ვირუსით უფროსებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. მთლიანობაში, ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირდებიან, დაავადებას იოლი ფორმებში გადაიტანენ.

გარდა ამისა მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტში მუშაობენ ისეთი ტესტების შექმნაზე, რომელიც კორონავირუსის შესახებ პასუხების ნახევარ საათში მოცემას შეძლებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს გარშემო ხალხს მოუწოდებს, რომ დაიცვამ და მიყვნენ ჯანმოს რეკომენდაციებს და დარჩნენ სახლში, რათა ხელი შეუწყონ კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები