კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში კაფე-ბარები და რესტორნები დროებით დაიხურა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მათი ნაწილი მიტანის სერვისზე გადავიდა.
"ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ცენტრალიზირებულად სახელმწიფოს მხრიდან ხდება კონტროლი, ასევე კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ დავალებული ამ ობიექტების კონტროლი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. კვების ობიეტები რეკომენდაციებს სრულად ითვალისწინებენ და არიან კონტროლის ქვეშ" - რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რეკომენდაცია მისცა ბარ-რესტორნებს, შეზღუდონ მომსახურება და ე.წ გატანის სერვისებზე იმუშაონ, რათა თავიდან ავირიდოთ კორონავირუსის გავრცელება.