რუსთავში ახალი საკარანტინე ზონა მოეწყობა

2020-03-18 15:56:03

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავში ახალი საკარანტინე ზონა მოეწყობა, რომელიც რუსთავის შემოსასვლელში მდებარე "გრანდ ვეჯინში" განთავსდება.

იზოლაციითვის გამოყოფილ სასტუმროში 56 ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი.

სასტუმროში რისკ ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები იზოლაციისთვის 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

"გვექნება ახალი ცენტრი, რომელიც განთავსდება სასტუმრო "ვეჯინში". ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. აქ არის საუბარი 56 ნომერზე. ეს ანალოგიურია იმ სიტუაციისა, როდესაც რისკის მატარებელი ქვეყნიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეების, პირველადი შემოწმების შედეგად არიან ჯანმრთელები, მაგრამ სავალდებულო წესს დაქვემდებარებული ორ კვირიანი თვითიზოლაციის პირობებში უნდა მოექცნენ სახლში, ან სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ შენობებში",- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქალაქში ერთი საკარანტინე ზონა უკვე არსებობს, რომელიც "სასტუმრო რუსთავშია" განთავსებული, სადაც 90-მდე ადამიანია იზოლაციაში იმყოფება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები