ტარდება თუ არა დეზინფექცია რუსთავის ტაქსებში

2020-03-22 00:49:41

უტარდებათ თუ არა რუსთავში ტაქსებს დეზინფექცია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" რუსთავში არსებულ ათობით ტაქსოპარკის ოპერატორს დაუკავშირდა.

ოპერატორები სააგენტოსთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ ამის შესახებ, მათივე განცხადებით დეზინფექციის ჩატარება მძღოლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და კომპანია ამას ვერ უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 18 მარტიდან რუსთავის შიდა გადაზიდვებში სამარშრუტო გადაადგილება ჩერდება.

გამომდინარე აქედან, ქალაქში მოსახლეობის გადაადგილებას მუნიციპალური ავტობუსები და ტაქსის კომპანიები განაგრძობენ.