რუსთავში ავტომობილი მაღაზიაში შევარდა [photo]

2020-03-18 00:06:28

რუსთავში ავტომობილი მაღაზიაში შევარდა.

ლეონიძის ქუჩაზე, სადღეღამისო მაღაზიას სუბარუს მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მინის კედელი ჩაამსხვრია და ალკოჰოლურ სასმელის სტენდი ჩამოანგრია. ალკოჰოლური სასმელის დიდი ნაწილი განადგურებულია.

"მე თაროზე ვიყავი მიყუდებული და ტელეფონში რაღაცას ვწერდი, უეცრად, მოულოდნელად მთელი თარო და ბოთლები გადმომეფშვნა  თავზე, ცოტა დააკლდა, რომ მანქნა შემხებოდა", - ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა მაღაზიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მძღოლი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგდ არავინ დაშვებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები