ახალი კვლევა კორონავირუსზე

2020-03-27 15:57:43

ჩინეთში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ, უფრო დაუცველები და მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ ახალი კორონავირუსით, COVID19-ით, დაინფიცირდნენ.

ჩინეთის ქალაქებში, შენჟენსა და უხანში, ჩატარებული სამეცნიერო კვლევის დროს გამოიკვლიეს კორონავირუსით ინფიცირებული 2000-ზე მეტი პაციენტის სისხლის ჯგუფი. კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ინფიცირების ბევრი შემთხვევები დაუფიქსირდა სისხლის მეორე ჯგუფის მქონე ადამიანებს და უფრო მწვავე სიმპტომები გამოუვლინდათ.

"ადამიანებს, რომლებსაც სისხლის მეორე ჯგუფი აქვთ, შესაძლოა სჭირდებოდეთ განსაკუთრებული დაცვა, რათა კორონავირუსით ინფიცირებების რისკი შემცირდეს"- განაცხადა  მთავარმა მკვლევარმა.

ამის საპირისპიროდ კი კვლევისას აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების დაბალი რისკს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ.

კვლევისას გამოვლინდა, რომ ახალი ვირუსით 206 გარდაცვლილ ადამიანში 85-ს მეორე ჯგუფის სისხლი ჰქონდა. კვლევისთვის ნიმუშები სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანებისგან აიღეს.

მკვლევრების თქმით, ეს ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისთვის შესაძლოა გამოსადეგი იყოს, თუმცა ჩვეულებრივი ადამიანები პანიკაში არ უნდა ჩავარდნენ, რადგან ეს ჯერ-ჯერობით ჰიპოთეზებია, რომლებსაც დასაბუთება და კიდევ ბევრი კვლევა სჭირდება. სისხლის მეორე ჯგუფის ქონა 100%-ით არ ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირდები, ან პირველი ჯგუფის სისხლი თუ გაქვს კორონავირუსი არ გაგეკარება.

რისკების შესამცირებლად, არა აქვს მნიშვნელობა სისხლის ჯგუფს, აუცილებელია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება. დაიბანეთ ხელები ხშირად, არ მოიკიდოთ ხელები სახეზე, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები