გახარია: სამარშუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება

2020-03-17 12:51:23

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 18 მარტიდან აიკრძალება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა.

მისივე თქმით დედაქალაქში იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტრო, თუმცა ყოველდღიურად ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ასევე სრულად იზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სახის სპა ცენტრების მუშაობა.

"ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ მოქალაქებზე. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული უნდა მოექცეს თვითიზოლაციაში"- განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას დაევალა, რომ შეიმუშაონ მექანიზმი, რომლითაც სახლში თვითიზოლირებულ ხანდაზმულ ადამიანებს დაეხმარებიან.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები