ირანში კორონავირუსს მაღალი რანგის სასულიერო პირი ემსხვერპლა

2020-03-16 13:57:18

ირანის სახელმწიფო არხის ინფორმაციით კორონავირუსს კიდევ ერთი, ამჯერად მაღალი რანგის სასულიერო პირი, აიათოლა ჰასემი აბანათ გოლპაიგანი შეეწირა.

გავრცელებული ინფორმაციით სასულიერო პირი საავადმყოფოში შაბათს შეიყვანეს.

გარდაცვლილი სასულიერო პირი, ექსპერტთა ასამბლიის 88 წევრიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც ირანში უმაღლესი სასულიერო პირების მთავარი სამთავრობო ორგანოა და მას ირანის უზენაესი ლიდერი განკარგავს.

ბოლო მონაცემებით ირანში კორონავირუსს 724 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის რამდენიმე პოლიტიკოსი და სხვა სასულიერო პირები.

ირანი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით ლიდერობს, მის წინ იტალიაა, ხოლო პირველ ადგილზე კვლავ ჩინეთია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები