რა კრიტერიუმით შეირჩა "სასტუმრო რუსთავი" კარანტინის ზონად. [ვიდეო/video]
მას შემდეგ რაც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ, რუსთავში საკარანტინე ზონად მეგობრობის გამზირზე არსებული სასტუმრო შეირჩა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსთაველების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
მოსახლეობას აინტერესებდა თუ რატომ შეირჩა ქალაქის ცენტრში მყოფი სასტუმრო კარანტინის ზონად და რამდენად უსაფრთხოა ეს გადაწყვეტილება მოსახლეობისათვის.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო "ინფო რუსთავთან" ქალაქის მერმა კომენტარი გააკეთა.
"შესაბამისი სტანდარტებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ხდება მუნიციპალიტეტების მიერ იმ ინფორმაციის მიწოდება რაც ეხება ქალაქში არსებულ სასტუმროებს. ამის შემდეგ საკორდინაციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას თუ რამდენ ნომრიანი და რა პირობების მქნე შენობა-ნაგებობა შეირჩეს.
აქ დაინფიცირებული ადამიანები არ მოდიან. ჩვენს ქალაქში გადმოჰყავთ ადამიანები, რომლებიც არიან ჩამოსულები რისკის მატარებელი ქვეყნბიდან, მათი შემოწმება ხდება ადგილზე და არაკრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები გადმოჰყავთ, ამჟამად მიმდინარეობს მათზე დაკვირვება", - აცხადებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.
"სასტუმრო რუსთავის" ნომრებში იტალიიდან და გერმანიიდან ჩამოსული ადამიანების რაოდენობა დღის მანძილზე 20-დან 70-მდე გაიზარდა. სულ სასტუმროში 100-მდე ადამიანი განთავსდება.
კარანტინში თითოეული მოქალაქე 14 დღე დარჩება და მათზე მოხდება დაკვირვება.
ამ დროისთვის უცნობია რა ვადით იქნება საკარანტინო ზონა მეგობრობის გამზირზე არსებული სასტუმრო.