ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვიტარებული მოვლენების გამო რუსთავის მუნიციპალიტეტმა გაფაწყვიტა მეწარმეებისთვის დროებით ახალი წესები შეიმუშაოს.
რუსთავში, ეკონომიკურ საქმიანობის განმახორციელებელი პირები, როგორც კომერციული, ისე მრეწველობისა და სავაჭრო სუბიექტები გარკვეული პერიოდით მუნიციპალური ნარჩენების გატანაზე დაწესებული მოსაკრებლისგან განთავისუფლდებიან. ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" საუბრისას ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
"საკრებულოს წევრებთან შედგა წინასწარი მოლაპარაკეაბა, უახლოეს კომისიაზე გავიტანთ ამ საკითხს და ასე ვთქვათ მცირე ინვესტიცია განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისგან ქალაქში", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.