ცნობილი ადამიანები ვისაც ვირუსი დაუდგინდა

2020-03-13 01:38:58

კორონავირუსი, რომლის ოფიციალური სახელიც COVID19-ია, პირველად დეკემბერში ჩინეთში დაფიქსირდა და თითქმის ორთვენახევრიანი ბრძოლის შემდეგ, როგორც ჩინეთში ოფიციალურად ამბობენ, მათ ვირუსის დამარცხება შეძლეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში COVID18-ით გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, ახალი ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება მის გარეთ, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში.როგორც ამირან გამყრელიძე თქვა, ვირუსმა არ იცის ვინ ვისი შვილია და COVID19-მა ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებამდე და ცნობილ პიროვნებებამდეც მიაღწია. ცნობილი ადამიანები, რომლებიც ვირუსით ინფიცირებულები არიან: ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, ვინ იყო ნიკოლოზ გამყრელიძე, მაგრამ კორონავირუსის საშუალებით ის მთელმა ქვეყანამ გაიცნო, როგორც ერთ-ერთი ინფიცირებული და ასევე საქართველოს  დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი. 12 მარტს, ოსკაროსანმა ამერიკელმა მსახიობმა ტომ ჰენკსმა ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი ცოლი კორონავირუსით არიან ინფიცირებულები და მკურნალობას ავსტრალიის კლინიკაში გადიან. ინფიცირებულია NBA-ის ერთ-ერთ მოთამაშე, რომლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ NBA ჩასატარებელი თამაშები გადადო. კორონავირუსი დაუდგინეს "იუვენტუსის" მცველს, დანიელე რუგანის. ასევე ინფიცირებულები არიან "ლესტერის" რამდენიმე ფეხბურთელი, „სამპდორიას" შემტევი მანოლო გაბიადინი, "ჰანოვერის" ფეხბურთელი იანეს ჰორნი და კლუბ „პიანეზეს" 22 წლის მოთამაშე კინგ უდო. კარანტინშია მოთავსებული საფეხბურთო გუნდის "მადრიდის რეალის" მთლიანი გუნდი, ასევე "ივენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ და „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდასტურდა.

იხილეთ იმ პოლიტიკოსების სია ვისაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძე.  ინგლისის ჯანდაცვის მინისტრი ნადინე დორისი. სავარაუდოა კორონავირუსი ჰქონდეს კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს, რომელიც ცოლთან ერთად კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამო თვითიზოლაციაშია.

საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რისტერი. ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანი ფაბიო ვაჯგარტენი, რომელსაც ვირუსის დადგენამდე ფიზიკური კონტაქტი ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და ვიცე პრეზიდენტთან მაიკ პენსსთან ჰქონდა.

კორონავირუსის საფრთხის გამო, კარანტინში არიან მოქცეული ორი ამერიკელი კონგრესმენი, რომლებსაც ასევე ჰქონდათ კონტაქტი ტრამპთან. COVID19 აქვს,ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ირაჯ ჰარირჩი,ირანის ვიცე-პრეზიდენტი მასოუმეჰ ებდეკარი.

ირანის კრიზისების მართვის დეპარტამენტის უფროსი ესმაილ ნაჯარი. ასევე ინფიცირებულია 20-მდე ირანელი პარლამენტარი.
ახალი ვირუსი დაუდასტურდათ ესპანეთის ექსტრემალ მემარჯვენე პარტიის გენერალურ მდივანს ხავიერო ორტეგა სმიტისა და იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს ნიკოლა ზინგარეტის.

ამ დროისთის კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე რთული ვითარება იტალიაშია, რადგან გარდაცვლილთა რიცხვა 1000 გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებულია 15 113. ეს რიცხვები კი რამდენიმე სათიან ინტერვალებში სწრაფად იზრდება.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით COVID19-ით 134 804 ადამიანია ინფიცირებული, 4 984 გარდაცვლილი, გამოჯანმრთელება კი 70 394 ინფიცირებულმა შეძლო. 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები