რუსთავის მერიისა და კომპანია "ეკოილის" თანამშრომლობით რუსთაველ ახალგაზრდა სპორცმენს, ალექსანდრე წივწივაძეს გადასცეს კანოე, რომლის ღირებულება 12 000 ლარია.
ალექსი წივწივაძე ნიჩბოსნობაში10 წლის ასაკიდან ვარჯიშობს. არის მრავალგზის სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული, შესულოა ევროპის მსოფლიო ათეულში და ასევე არის საქართველოს ჩემპიონი.
"იმედს გამოვთქვამთ რომ ალექსის საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებები გაორმაგდება და გაათმაგდება, იმიტომ რომ მას აქვს ეს პოტენციალი. ვიმედოვნებთ, რომ ის საამაყო რუსთაველი იქნება", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ირაკლი ტაბაღუამ კანოე ახალგაზრდა სპორტსმენს ქალაქის ცენტრალურ პარკში გადასცა.