"იმ საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც რამდენიმე ოჯახი თითიზოლაციაში იმყოფება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება რეკომენდირებული არ არის" - ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში სხვადასხვა მისამართზე 25 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. რამდენიმე ოჯახი ქალაქში რისკ ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.
"თვითიზოლაციაში იმყოფება 25 ადამიანი, რომლებიც რისკ ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან დაბრუნდნენ. მათზე გაცემულია ყველანაირი რეკომენდაცია, მათთან ვართ მუდმივ კონტაქტზე და ვახორციელებთ ბინაზე ვიზიტებსაც. არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომი და თავს კარგად გრძნობენ, თუმცა იჩენენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, რისთვისაც ნამდვილად იმსახურებენ მადლობას", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.
ცნობისთვის, თვითიზოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც რისკ ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.