სოკოს საწარმო თეთრი ქუდი სასამართლომ 7500 ლარით დააჯარიმა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საწარმოს მართვის გეგმის უქონლობისა და სკრინინგის გაუვლელობის გამო სასამართლოში უჩივლა.
მოსამართლემ სოკოს საწარმო ორივე პუნქტში დამნაშავედ სცნო.
რუსთაველები უკვე დიდი ხანია სოკოს საწარმოდან მომავალ ცუდ სუნს აპროტესტებენ. ინფო რუსთავი სწორედ პირველი იყო, ვინც პრობლემის გაშუქება დაიწყო. კომპანიამ ამ საკითხის მოგვარების მიზნით განაცხადა, რომ საწარმოს ქალაქიდან მოშორებულ ტერიტორიაზე გადაიტანდნენ. თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია და უსიამოვნო სუნი ქალაქში ისევ იგრძნობა.