ჟიული შარტავა 76 წლის გახდებოდა

2020-03-07 13:11:52

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 76 წელი შეუსრულდებოდა.

თარიღთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს და ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

"ეროვნულ გმირს შეუსრულდა 76 წელი და ჩვენ სიმბოლურად პატივი მივაგეთ მის ხსოვნას. ბატონი ჟიული არის ის ადამიანი, ვინც ყველა თაობის სამაგალითო გმირი უნდა იყოს " - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ჟიული შარტავა აფხაზეთის ომის დროს, სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. 27 სექტემბერს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.