ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ავიაკომპანია იტალიიდან თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ხოლო ქუთაისის მიმართულებით 1 თვის განმავლობაში აჩერებს.
„COVID-19-ის გავლენის გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ არაერთი ფრენა იტალიიდან საქართველოში. კერძოდ მილანი-თბილისის მიმართულებით რეისები შესრულდება 7 მარტამდე, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში 2 რეისამდე შემცირდება.
ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესულდება, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი სრულად შეჩერდება.
ამ ცვლილებებით დაზარალებულ ყველა მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდათ და სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი საფასური. აგრეთვე ჩვენი გვერდიდან შეეძლებათ ფრენის შეცვლა სხვა მიმართულებით და თარიღების მიხედვით, სრულიად უფასოდ"- ნათქვამია ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 7 ინფიცირებულს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო დანარჩენი ორი ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები არიან. კორონოვირუსი გუშინ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დაუფიქსირდა, თუმცა ის იტალიაში იმყოფება და იქ გადის მკრუნალობას.
ევროპაში კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვალების ფაქტიც სწორედ იტალიაში.
ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით იტალიაში ახალი ვირუსით 148 ადამიანი გარდაიცვალა. 4000 ადამიანი კი ინფიცირებულია. მსოფლიოში იტალია მეორე ქვეყანაა, ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით.გარდა ამისა ევროპის უმეტეს ქვეყანაში ვირუსი სწორედ იტალიიდან გავრცელდა.