ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2020-03-05 16:23:30

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე.

ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა.

ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის განცხადებით მას გზა "ტოიოტას" მარკის მესამე მანქანამ გადაუჭრა, რის შედეგადაც თავად დაამუხრუჭა და უკან მომავალი ავტომობილი დაეჯახა. იმ ავტომობილის მძღოლი კი, რომელმაც მას გზა გადაუჭრა ადგილიდან მიიმალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.