რუსთავში, კოსტავას გამზირზე ფილმის გადაღებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ფილმს “გადაიღე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში ბოლივუდი იღებს, რომელიც 70-იანი წლების იტალიის შესახებ იქნება.
არსებული ინფორმაციით, გადაღებები ცენტრალურ მოედანზე 6 მარტს დაიწყება და 8 მარტს დასრულდება.