რუსთავში კვების 10 ობიექტი დაჯარიმდა

2020-03-06 00:29:39

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თებერვლის თვეში ქვემო ქართლის მასშტაბით 105 ობიექტი შეამოწმა.

აღნიშნული ობიექტებიდან საწარმოო პროცესი 19 ობიექტს შეუჩერდა და დაჯარიმდა 1000 ლარით.

რუსთავის მასშტაბით კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 10-მდე ობიექტი დაჯარიმდა 1000 ლარით.

როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, შემოწმებული 105 ობიექტიდან 78 ბაგა-ბაღები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებია. ლიპარტელიანის ცნობით აქედან 27-ში გამოვლინდა ხვადასხვა ტიპის დარღვევა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.