იტალიის საავადმყოფოდან 71 წლის მამაკაცი გაიქცა, რომელსაც კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდა.
ინფიცირებულმა მამაკაცმა საავადმყოფოში ყოფნის დროს ტაქსი გამოიძახა და თავისი შვილის, რომელიც ექთანია, სახლში წაყვანა სთხოვა.
მამაკაცს ტესტირება ბერგამოში ჩაუტარდა, საიდანაც შემდგომ კომოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და ინფექციურ განყოფილებაში მოათავსეს.
მისი გაქცევა ერთ-ერთმა მედიკოსმა შეამჩნია, როცა ინფიცირებული მამაკაცის შესამოწმებლად პალატაში მივიდა. მისი გაუჩინარება სამედიცინო პერსონალმა პოლიციას მალევე აცნობა.
პოლიციამ მოახერხა და გამოიკვლია, თუ ვისთან ჰქონდა დაინფიცირებულს საავადმყოფოდან გაქცევის შემდეგ კონტაქტი.
ტაქსის მძღოლი, რომელმაც მამაკაცი მის შვილთან წაიყვანა, იზოლირებულია და სახლში რჩება თვით კარანტინისთვის. მას ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.
რაც შეეხება გაქცეულ პაციენტს, პოლიციელებმა 71 წლის ინფიცირებული მამაკაცი კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს.