მრავალშვილიანი დედები დაასაჩუქრეს

2020-03-03 14:29:13

მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია "მტევანმა" და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ოფისმა დედის დღესთან დაკავშირებით საზეიმო შეხვედრა გამართეს, სადაც რუსთაველ მრავალშვილიან დედებს შეხვდნენ.

ღონისძიებაზე დედებისთვის გათამაშება ჩაატარეს. ლატარიის წესის მიხედვით დედებმა ყუთიდან პატარა ფურცლები ამოიღეს. მათთვის სხვადასხვა კომპანიამ სასაჩუქრე ვაუჩერები დააწესა.

საზეიმო ღონისძიებაზე დედებს აჩვენეს ვიდეო რგოლი, რომლებშიც მათი შვილები დედებსა აღწერენ და დედის დღეს ულოცავენ.

საქართველოში დედის დღეს 1991 წლიდან აღნიშნავენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები