"დედის დღე" რუსთავში [photo/video]

2020-03-03 22:40:22

საქართველოში, 3 მარტს "დედის დღე" აღინიშნება. [ვიდეო/video]

როგორ ხვდებიან რუსთაველები დედის დღეს - "ინფო რუსთავის" ობიექტივში, მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც დედისთვის დღესასწაულის მისალოცად, სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები ან ყვავილები მიაქვთ.

აღსანიშნავია, რომ "დედის დღეს" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ.

საქართველოში "დედის დღე" საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა, რომელიც 1991 წელს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

ნახეთ ფოტორეპორტაჟი რუსთავის ქუჩებიდან.