ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი აქვს

2020-02-27 18:24:34

ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით, ირანის ვიცე-პრეზიდენტს, ოჯახისა და ქალთა საკითხებში, კორონაირუსზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ინფიცირებულია.

დღეს კორონავირუსი ასევე დაუდგინდა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მეჯიტა ზოლნურს.

გუშინ კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ბოლო მონაცემებით ირანში ახალი ვირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 245 ინფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა, ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები