რუსთავს ქალაქ ლოძის წარმომადგენლები ესტუმრნენ

2020-02-27 15:01:39

რუსთავში, რუსთავის საკრებულოს დარბაზში შეხვედრა გაიმართა ქალაქ ლოძის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ქალაქ ლოძის მერიის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს დირექტორთან.

" 25 წელია უკვე რაც ვმეგობრობთ ქალაქ ლოძთან, ეს მეგობრობა გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას ურთიერთდახმარებას, თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. ქალაქი ლოძი არის ძლიერი როგორც კულტურით ასევე საკმაოდ მაღალ დონეზეა მათი სამრეწველო მიმართულები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი საგანმანათლებლო კუთხე, სკოლამდელი აღზრდის, სასკოლო და ასევე უმაღლესი განათების მიმართულება. ჩვენ შარშან ვიყავით მათთან საქმიანი ვიზიტით და მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, შემდეგ კი მათაც გამოთქვეს სურვილი რომ ჩამოსულიყვნენ და უფრო გაღრმავებულიყო ჩვენი მეგობრობა სხვადასხვა მიმართულებით" - საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა განაცხადა.

" ჩვენი თანამშრომლობა და გამოცდილების გაცვლა არის როგორც საგანმანათლებლო ასევე ბიზნესის სფეროში. მომავალში იგეგმება ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით.
თანამშრომლობის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია მეგობრობა, მეგომრობის და ურთერთგაგების გარეშე წარმატებული პროექტები არ განხორციელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რაც გაკეთდება მომავალში" - ლოძის საკრებულოს თავმჯდომარემ
მარკინ გოლაზევსკიმ განაცხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ადგილობრივი მთავრობის წამომადგენლები, ასევე ლოძის საკრებულოს თავმჯდომარე მარკინ გოლაზევსკი და ქალაქ ლოძის მერიის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს დირექტორი გრეგორ გროდეკი.