რა ვითარებაა რუსთავის კლინიკებში

2020-02-27 11:47:53

მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საინტერესოა, როგორ ვითარებაა რუსთავის საავადმყოფოებში.

ინფო რუსთავი დაუკავშირდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოსა და კლინიკა რუსთავს.

ცენტრალურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ გუშინდელი დღის შემდეგ პაციენტთა მიმართვიანობა არ გაზრდილა.

"ჩვენს კლინიკაში არის აბსოლუტური სიმშვიდე. მომართვიანობა მწვავე რესპირატორული დავადების არის ზომიერი და არ გაზრდილა. მე როგორც ექიმი ვთვლი, რომ ჩვენს ქალაქში პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის სიმშვიდე"-განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ქალბატონმა თეამ.

რაც შეეხება კლინიკა რუსთავს, იქ განგვიცხადეს, რომ მიმართვიანობის რიცხვი გაზრდილია.

"მომართვიანობა არის გაზრდილი, მაგრამ მწვავე არაფერი არ შემოსულა. პაციენტები ზემო სასუნთქი გზების რესპირატორული ჩივილებით შემოდიან. უბრალოდ უფიქსირდებათ თუ არა სიცხე აკითხავენ კლინიკას"-განაცხადა კლინიკა რუსთავის ექიმმა ქალბატონმა ხათუნამ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.