რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით [video]

2020-02-26 18:28:43

რუსთავის მერიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.  [ვიდეო/video]

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წამომადგენლებს შეხვდა და არსებული პრობლემების შესახებ გაესაუბრა.

" მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება კორონავირუსის შემოსვლის და გავრცელების შეჩერების და შეფერხების მხრივ საქართველოში. ამისთვის უნდა ვყოთ წინასწარ ინფორმირებულები.
ქვეყნის მასშტაბით ყველა სტრუქტურაა ჩართული, ჩვენც ვთხოვეთ ჩართულიყო ყველა მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი" - აცხადებს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი.

დავით ბეგაშვილმა ასევე რეკომენდაციები გასცა კორონავირუსისგან დასაცავად - " ნუ შეიძენთ და ნუ მოიმარაგებთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სამედიცინო ნიღაბს, რადგან ნიღაბი ჯანმრთელი ადამიანისთვის შეიზლება არასწორად გამოყენების შემთხვევაში დაბინძურების წყაროდ იქცეს. ყველაზე მართებულია ხელების დაბანა ყოველ ნახევარ საათში, დავიმუშავება სადეზინფექციო ხსნარით. რაც შეიძლება ბევრი სითხის მიღება. მოვერიდოთ ერთმანეთთან შეხვედრისას ხელის ჩამორთმევას და სხვა მისალმების სხვა ფორმებს. ასევე აუცილებელია საცხოვრებელი ან სამუშაო ფართის განიავება, რადგან მზის სხივები კლავს ვირუსს".