"ინფო რუსთავს" რამდენიმე რუსთაველი დაუკავშირდა და დაჟინებით მოსთხოვეს დაეზუსტებინა ინფორმაცია ირანის მოქალაქის შესახებ, რომელიც რუსთავის საავადმყოფოში კვლევას გადიოდა.
მოქალაქეები აცხადებდნენ რომ ცენტრალურ საავადმყოფოში მამაკაცი სავარაუდოდ კორონავირუსის სიმპტომებით შეიყვანეს.
ინფო რუსთავმა გადაამოწმა ინფორმაცია და გაარკვია, რომ 35 წლის ირანის მოქალაქემ, მეუღლესთან ერთად რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს, კორონავირუსის პანიკის გამო თავად მიმართა. მამაკაცი ფიქრობდა, რომ მას ახალი ვირუსის სიმოტომები აღენიშნებოდა.
მამაკაცი ირანიდან ორი თვის წინ ჩამოვიდა და ირანიდან ახლად ჩამოსულებთან კონტაქტი არ ჰქონია. ცენტრალურ საავაადმყოფოში მამაკაცს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხდაცებ მამაკაცს კორონა ვირუსი არ აქვს. პაციენტი გრძნობდა სისუტეს. მე პირადად გავუზომე სიცხე და არ ჰქონდა, ფილტვებსაც მოვუსმინე და არაფერი არ ჰქონდა. გამოვიძახე ინფექციური და დეტალურად გაისინჯა პაციენტი. მას არანაირი გრიპის ვირუსის ტიპიც კი არ აღმოაჩნდა", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა თეა გელაშვილმა.
ექიმის აღნიშნავს რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.