რომელ ქვეყნებში განიკურნენ კორონავირუსისგან

2020-02-25 11:15:53

კორონავირუსი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია მოდებული. თუმცა ვიეტნამისა და საფრანგეთის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი ამ დროისთვის განკურნებულია.

ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ვირუსით 16-ივე ინფიცირებული, მათ შორის სამი თვის ბავშვი, განკურნებულები არიან.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრიც ამბობს, რომ 12 პაციენტიდან 11 გამოჯნამრთელდა, ხოლო ერთი 80 წლის ჩინელი ტურისტი 14 თებერვალს ვირუსით გარდაიცვალა.

"კორონავირუსით დაავადებული არცერთი პაციენტი აღარ გვყავს საფრანგეთში ჰოსპიტალიზებული. ლიონის საავადმყოფოში მყოფი ბოლო პაციენტიც განკურნებულია და შეუძლია სახლში დაბრუნდეს"-განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა.

მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით  2698 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 80 ათასი ადამიანი.

გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი კორეაშიც და 890-ს მიაღწია.

ევროპაში კი ვირუსის ყველაზე დიდი აფეთქება იტალიაშია, სადაც 220 ინფიცირებულია და 7 ადამიანია გარდაცვლილი. ირანში 60 ინფიცირებული და 12 გარდაცვლილია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები