"ირანი კორონავირუსის შესახებ ინფრომაციას მალავს"

2020-02-24 20:19:50

ირანის მთავრობას ხალხი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

CNN წერს, რომ ირანის ჯანდაცვის მინისტრის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით კორონავირუსით სახელმწიფოში 12 ადამიანია გარდაცვლილი და 47 ინფიცირებული. თუმცა ერთ-ერთ ქალაქში, ქომში, სადაც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ამბობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი რეალურად 50 აღწევს, ინფიცირებული კი 240-ია.

გარდა ამისა, ამბობენ, რომ ირანში ახალი ვირუსით პირველად ადამიანი 13 თებერვალს გარდაიცვალა. ხოლო სახელმწიფო სამსახურებმა ინფორმაცია ამის შესახებ 19 თებერვალს გაავრცელეს.

ირანის მთავრობა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

"კატეგორიულად უარვყოფ გავრცელებულს ინფორმაციას. ახლა პოლიტიკური კონფრონტაციების დრო არაა. კორონავირუსი ეროვნული პრობლემაა", - განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრმა.

ვირუსის გავრცელების გამო ირანში დახურულია სკოლები და შეჩერებული სასაწავლო პროცესი. შეგახსენებთ, რომ ირანის გარდა კორონავირუსი იტალიასა და სამხრეთ კორეაშიც მძვინვარებს, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. გარდა ამისა რამდენიმე ქვეყანამ კორეის მიმართულებით ფრენები აკრძალა.

ბოლო მონაცემებთ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 2600 ადამიანი გარდაიცვალა, 80 ათასამდე კი ინფიცირებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები